ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ვახტანგ მეგრელიშვილი - მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან

03.04.2024 ნახვები: 550

მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მეგრელიშვილის თქმით, ქალებს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც „პოლიტიკოსების მიმართ ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა“, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა.

„მიუხედავად იმისა, რომ უფლებრივად სრულიად თანასწორები უნდა ვიყოთ ადამიანები, მიუხედავად ჩვენი სქესისა, რელიგიური რწმენისა ან სექსუალური ორიენტაციის, ფაქტია, ობიექტური მოცემულობაა, რომ განსხვავებული ინტერესები გვაქვს. სადღაც ვიკვეთებით - ქალებშიც ჩნდებიან ადამიანები, რომელთაც მამაკაცური ტიპის თამაშები უყვართ და კაცებშიც არიან ადამიანები, ვისაც ქალური ტიპის თამაშები უყვართ, მაგრამ ცხადია, რომ ჭაბურღილებზე, თითქმის 100% კაცები მუშაობენ, ისევე როგორც საბავშვო ბაღებში დიდი პროცენტი ქალები არიან. ცნობილია, რომ ქალებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული პროფესიები და კაცები არიან წარმოდგენილები იმ პროფესიებში, რომელსაც კავშირი აქვს მექანიკურ რაღაცებთან - მანქანა იქნება ეს, მშენებლობა თუ ა.შ.

ჩემო ძვირფასო ანა [წითლიძე], მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. მე, როგორც ამ პროფესიით მოხიბლული ადამიანი, ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? იმის თქმა მინდა, რომ ქალებს პოლიტიკა მართლა ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე კაცებს. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც საკმაოდ დაძაბული, ნევროზული, ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა პოლიტიკოსების მიმართ, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა. თანასწორობასა და პრივილეგიას შორის არაფერი კავშირი არ არსებობს. ლინგვისტურ დონეზე, ორი სხვადასხვა რამეა. თუ თანასწორობას ვითხოვთ, უფლებრივ თანასწორობას ვითხოვთ და არა შედეგების შესაბამისად თანასწორობას იმიტომ, რომ ისევ იქ მივდივართ, რომ შედეგების შესაბამისად თანასწორობა არის კომუნიზმი. ანუ, კომუნიზმი არის სისტემა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, ადამიანები გაათანაბროს შედეგების მიხედვით“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა