ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გიორგი ვაშაძე - მივმართავ ივანიშვილის პარტიას და პირადად ბიძინა ივანიშვილს: რა გინდათ ამ ქვეყნისგან?

04.04.2024 ნახვები: 535

მივმართავ ივანიშვილის პარტიას, პირადად, ბიძინა ივანიშვილს. მართლა რა დღეში ხართ ხალხო? რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილის პარტიამ? - რა გინდათ ამ ქვეყნისგან? რუსული კანონი ხომ პირდაპირი გზავნილია, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი “ქართული ოცნების” ბედს გადაწყვეტს.

“მივმართავ ივანიშვილის პარტიას, პირადად, ბიძინა ივანიშვილს. მართლა რა დღეში ხართ ხალხო? რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილის პარტიამ? პარტიის ყველა წევრს ვეუბნები. ანტიქართული ქმედებები როდემდე უნდა გააგრძელოთ? რუსული კანონი ხომ პირდაპირი გზავნილია, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ? გზავნილია, რომ არ გაინტერესებთ საქართველოს განვითარება, მისი ევროკავშირში ინტეგრაცია. თქვენ გინდათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გამდიდრდეთ და ხალხი გაღარიბდეს. გინდათ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ თქვენთვის არსებობდეს, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ გაგივათ. გასულ წელს ერთხელ ხომ უკან წაგაღებინათ ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა. წელს, 26 ოქტომბერს არის არჩევნები, სადაც საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენ ძალიან მძიმე ადგილს მოგიჩენთ. ხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, აშშ-დან, ევროკავშირიდან ყველა გაოცებულია და შოკშია. როდემდე უნდა გააგრძელოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, როდემდე უნდა გააგრძელოთ ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი?

ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ მივმართავ, რა გინდათ ამ ქვეყნისგან? დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, დაგვანებეთ თავი. საზოგადოებას მივმართავ, უნდა გავერთიანდეთ”,-განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა