კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - ამ ისტორიულ მომენტში, უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას

ნახვები: 512 შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - ამ ისტორიულ მომენტში, უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას.

„რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც ერთი წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდის და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს, პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან. ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება. ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა