ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ბოჭორმის ქუჩაზე ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა

ნახვები: 574 ბოჭორმის ქუჩაზე ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე,  ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა. ადგლზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ განცხადებას შსს-ს ავრცელებს.

„თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა