აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი – ონკოპაციენტები სარჯველაძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

10.04.2024 ნახვები: 566

ონკოპაციენტების თქმით, გუშინ, 8 მარტს გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ კრიტიკის საპასუხოდ ონკოპაციენტებს უყვირა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი ონკოპაციენტებს. მაშინ, როცა ჩვენ მას ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს, ერთ-ერთმა ონკოპაციენტმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, ის გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ზრუნვა არ არის ყვირილი". - თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს 12 მარტს პირველად შეხვდნენ, რა დროსაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა "25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხის მოგვარებას"

ცნობისთვის, 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდება "25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხი მოაგვაროს". ონკოპაციენტები და ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის წევრები ჯანდაცვის მინისტრს დღეს, 12 მარტს შეხვდნენ.

"ყველაფერი ჩამოვუთვალეთ, იქნებოდა ეს ლიმიტი, დიაგნოსტირება, წამლების დეფიციტის საკითხი, მათ მოინიშნეს ეს პრობლემები და მინისტრი დაგვპირდა, რომ 10 დღეში გააკეთებს მოკვლევას და დაგვიკავშირდება. გვითხრეს, რომ მედიკამენტები უკვე შემოდის, ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებზეც დეფიციტი იყო. 25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეცდება ყველანაირად მოაგვაროს ეს საკითხი. ვინაიდან დღეს დაინიშნა, არ ჰქონდა ინფორმაცია რიგ საკითხებზე, ჩვენგან გაიგო ბევრი ხარვეზის შესახებ". - თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, მინისტრი და ონკოპაციენტები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის ონკოპაციენტების წარმომადგენლების მიერ დაყენებულ პრობლემებს.

"შევთანხმდით, იმაზე, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში ის კონკრეტული საკითხები, რაც მათ დააყენეს, კიდევ იქნება საფუძვლიანად შესწავლილი იმისთვის, რომ მიმდინარე პრობლემები, ბარიერები, რაც ხვდებათ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის, გამოკვლევების ჩატარების პროცესში, მოგვარდეს . [...]

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მიმართულებით ფინანსდება 90-მდე აქტიური ნივთიერება. იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე, სახელმწიფომ ექსკლუზიური პირდაპირი შესყიდვა განახორციელა მწარმოებლებისგან ორიგინალ მედიკამენტებზე, ეს არის 20-23 მოლეკულა. ამას გარდა, ბაზარზე ფარმაკოლოგიური მწარმოებლების მიერაც არის უზრუნველყოფილი მედიკამენტები. მოცვა ამ მიმართულებით მაღალია. რაც შეეხება დეფიციტს, ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია. რიგი მედიკამენტები ამ დილასაც ჩამოვიდა, თვალს ვადევნებთ როგორი მდგომარეობაა, რათა პრობლემა არ შეიქმნას. სამომავლოდ იგეგმება ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება, რათა პაციენტს ადგილზე დახვდეს მედიკამენტი. ეს მიმართულება პრიორიტეტია". - თქვა გაბუნიამ.

ონკოპაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა 3 მარტს პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების მკურნალობასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან შეხვედრას, საქართველოს მთავრობისგან მკურნალობის სრულიად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნას მოითხოვდნენ.

 

ტაბულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა