თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ხვდება, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან

ნახვები: 581 შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ხვდება, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან

ოპოზიცია ხვდება, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან. ეს ეპიკური ბრძოლაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საინფორმაციო ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ ერთ მუშტად შეიკრა ის ძალები, რომლებიც მართალ სიტყვას დეზინფორმაციითა და ტყუილით ებრძვიან.

„სიტყვას და სიმართლეს აქვს ყველაზე დიდი ძალა. ისინი ხვდებიან, რომ მათი ტყუილი მართალი სიტყვით მარცხდება და რა თქმა უნდა, ამ მართალ სიტყვას ებრძვიან. ეს ეპიკური ბრძოლაა. ეს არ არის ისტორიაში პირველად, როდესაც მართალ სიტყვას ებრძვიან. ახლა ჩვენი საზოგადოება სწორედ ამას ხედავს, რომ ერთ მუშტად შეიკრა ის ძალები, რომლებიც დეზინფორმაციით, ტყუილით ებრძვიან მართალ სიტყვას. მათ შორის, სულ ახლახან რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია Fact Check, რომელიც მილიონობით უცხოურ დაფინანსებას იღებს იმისათვის, რომ ვითომ გადაამოწმოს სიმართლე და ტყუილი, განასხვაოს საზოგადოებამ ტყუილი და სიმართლე, თავად სოციალურ მედიაში ასპონსორებს ტყუილს. ამ დონეზე არის მისული ასეთი საქმიანობა. მართალ სიტყვას ყველაზე დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე. იციან, რომ ეს გავლენა არის და ებრძვიან მართალ სიტყვას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა