ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

მამუკა ხაზარაძე - ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდობა დააშინოს, მაგრამ ეს არ გამოვა, მათ ვერაფერი გააჩერებს

ნახვები: 585 მამუკა ხაზარაძე - ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდობა დააშინოს, მაგრამ ეს არ გამოვა, მათ ვერაფერი გააჩერებს

საქართველოში რუსული კანონი არ გავა და ვერ გავა, რადგან ეს არის რუსეთისკენ გზა, ეს არ არის ევროპისკენ გზა, საქართველოში ვერ გავა დაშინება, საქართველოში ვერ გავა სასამართლო თუ პოლიტიკური ტერორი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ პოლიტიკური განაჩენი ერთი წლის წინ, მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გამოტანილი იყო.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც ლაზარეს 9 წელი მიუსაჯეს. აქვე მინდა გითხრათ, რომ სანამ სასამართლო გაიმართებოდა, ჩვენ ეს განაჩენი ერთი წლით ადრე მოვისმინეთ, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ამ ადამიანს პოლიტიკური განაჩენი მიუსაჯა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი გასამართლება იმ სასამართლოს და იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც კორუმპირებულები, პოლიტიკურად მართვადი და დამორჩილებული არიან „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

ამიტომ, ველოდებით პრეზიდენტისგან ლაზარეს შეწყალებას, რადგან ლაზარეს დაშინებით ხელისუფლებას უნდა, რომ ახალგაზრდობა დააშინოს, მაგრამ ეს არ გამოვა. მათ ვერ გააჩერებს ვერაფერი, მათ თავისუფლებას ვერ შეზღუდვას და ვერ შეაშინებს ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს სასამართლომ მიიღო.

საქართველოში რუსული კანონი არ გავა და ვერ გავა, რადგან ეს არის რუსეთისკენ გზა, ეს არ არის ევროპისკენ გზა, საქართველოში ვერ გავა დაშინება, საქართველოში ვერ გავა სასამართლო თუ პოლიტიკური ტერორი, ამიტომ მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, თქვენი პოლიტიკური დღეები დათვლილია. ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ გაემგზავრება რუსეთში, საიდანაც ის იმართება, სადაც ფულს შოულობს, სადაც ის მენტალურად ცხოვრობს და უნდა, რომ რუსული კანონები და მართლწესრიგი შემოიტანოს ქართულ ცხოვრებაში, ეს არ გამოვა. ყველას მინდა მობილიზაციისკენ მოგიწოდოთ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, არ იქნება არანაირი დათმობა, არ შეგეშინდეთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა