ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი

26.04.2024 ნახვები: 560

დღეს ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც მთლიანად რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

„ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ქართველმა სპეციალისტებმა მიიღეს, მან საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, აზიის განვითარების ბანკს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში.

„სამი დღის წინ, ჩვენ ისტორიული ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დავასრულეთ. წინ კიდევ ბევრი მასშტაბური და წარმატებული პროექტებია. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ გზას ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა