ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

"აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახურიო"- სახელმწიფო სსიპ-ის თანამშრომელს აქციებში მონაწილეობისთვის უსაყვედურეს და მან სამსახური დატოვა

ნახვები: 671 "აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახურიო"- სახელმწიფო სსიპ-ის თანამშრომელს აქციებში მონაწილეობისთვის უსაყვედურეს და მან სამსახური დატოვა

სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მონაწილეობისთვის, ერთ-ერთი სსიპ-ის დეპარტამენტის უფროსმა დაიბარა და არჩევანის გაკეთება მოსთხოვა - ან პოლიტიკა, ან სამსახური":

"სამსახურიდან წამოვედი(სახელმწიფო იყო, სიპი). რა იგულისხმება წამოვედიში? ჩემი დეპარტამენტის უფროსი (გ.ა) მეძახის და მეუბნება: გუშინ იმედზე გნახე აქციაზე და ცოტა ნორმალურად მოიქეციო, რომ დაურეკეს და უთხრეს რომ გავეფრთხილებინე. მე ვპასუხობ რომ არანორმალურს რას ხედავს ჩემს საქციელში, რომ ვიყავი აქციებზე და ისევ ვიქნები სანამ ამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ. კიდევ რაღაც სისულელეები მელაპარაკა და მეც რომ არ დავუთმე არაფერი, ბოლოს მეუბნება: "აირჩიე ან პოლიტიკა ან სამსახური". ვინც მიცნობთ კი იცით რომ საკადრისს პასუხს გავცემდი.

აი ეს არის დღევანდელი რეალობა. ასე დაშინებით, მოსყიდვით, სამსახურიდან გაგიშვებ მუქარით და ამდაგვარი ხერხებით ცდილობს ეს მთავრობა შეინარჩუნოს ძალაუფლება (ისევე როგორც პუტინი შვება რუსეთში).
სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ. აღარ გვინდა ესეთი რეალობა.  ჩვენ ვართ ევროპელები და ამიტომ გვინდა ევროკავშირში, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა.
პ.ს. თუ ვინმეს გაინტერესებთ თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, მომწერეთ ან კომენტარებში იკითხეთ და დეტალურად აგიხსნით. თუ ჩემი არ გჯერათ, შემიძლია ქართველი ან უცხოელი ექსპერტების ვიდეოებიც ჩაგიყაროთ." წერს მოქალაქე პავლე ნიავაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა