ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირაკლი ზარქუა - უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის

08.05.2024 ნახვები: 516

უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის - mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ, ასე რომ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული "ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს პარტიულ ჭრილში შექმნას რეესტრი, სადაც „ის უსამშობლოები მოხვდებიან, რომლებიც აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, მათ შორის, ფეხბურთელებს".

„იმ უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების. ამაზეა საუბარი. რაც შეეხება იმ ბოლშევიკურ მიდგომას, რაც აქვს mona.ge-ს, mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ. განსხვავებულო აზრი უნდა ჰქონდეს ნებისმიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ვინც აბულინგებს საზოგადოებს, შეურაცხყოფს, ის ვინც ეკლესიას უტევს, ის ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები იყოს იდენტიფიცირებული. ასე რომ ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული "ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგრიოთ," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს" გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა