ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

სალომე სამადაშვილი - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის!

ნახვები: 585 სალომე სამადაშვილი - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის!

როდესაც ქუჩაში ათობით ათასი გაბრაზებული მოქალაქე გამოდის, სუს-ი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სისულელეს ავრცელებს - სუს-ის მეთოდები მოძველდა და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის! დღევანდელი დღის შემდეგ, “ქართული ოცნება“ მხოლოდ დაცინვის ობიექტია , - ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კორუმპირებულ რუსულ რეჟიმს იაფფასიანი, მოსკოვში დაწერილი სცენარით სახელმწიფოს გაუქმების უფლებას არ მისცემს.

“სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის “რუსული ხელისუფლების“ პირობებში სუს-ი რუსეთის სპეცსამსახურების ქვედანაყოფად გადაიქცა, რომელიც რუსულ ინსტრუქციებს ასრულებს. როგორც ჩანს, ახლაც ინსტრუქტაჟი მიიღეს, რომ ეს ძალიან გულწრფელი და მასობრივი პროტესტი პოლიტიკური ძალების მხრიდან გადატრიალების მცდელობად მონათლონ.

სუს-ს ინსტრუქციები დაუძველდა - “ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, უფროსებს რუსეთში განახლებული ინსტრუქტაჟის გამოგზავნდა სთხოვოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში".

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, "აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი". მათივე განცხადებით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

უწყების ცნობითვე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები წარმოადგენენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა