ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება - ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო

ნახვები: 583 ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება - ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო

კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება - ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება. შეთავაზება არის, მათ შორის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, დაგვიბრუნდნენ საგნობრივი შენიშვნით. ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული. ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. უმრავლესობის განცხადებით, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა