შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ

მაიკლ როთი - ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი

ნახვები: 615 მაიკლ როთი - ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი

ძვირფასო მთავრობა და ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ ეს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი. ვერ ვხედავ - საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. საქართველოს ადგილი ევროპაშია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი. ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შანსს, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ გაიწვევს. ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიან აქციებს მართავენ. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ რთულ დროს და იმედი მაქვს, ჩვენ გვექნება საშუალება, ვესაუბროთ მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა მაიკლ როთმა.

კითხვაზე, ექნება თუ არა საქართველოს შანსი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, თუკი ეს კანონი დამტკიცდება, როთმა უპასუხა რომ „ნამდვილად არა”.

„ვერ ვხედავ მოლაპარაკებების გახსნის შანსს ამ კანონით და ევროკავშირის ეს მესიჯი ძალიან, ძალიან ნათელია“, - აღნიშნა მაიკლ როთმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა