ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ - ევროპელი ლიდერების მიმართვა აქციაზე

ნახვები: 574 თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ - ევროპელი ლიდერების მიმართვა აქციაზე

თბილისი დღეს ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია და ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა. 

ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები ცოტა ხნის წინ აქციაზე მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს:

"დღეს ჟურნალისტმა გვკითხა, თუ რას ვეტყოდით ქართული კოშმარის ამომრჩევლებს. ჩვენი პასუხი იყო მარტივი - უსმინეთ ახალგაზრდა თაობას, უსმინეთ თქვენს შვილებს, თქვენს დებსა და ძმებს. მე ვიცი, რომ თქვენი გული სავსეა სიბრაზით მაგრამ მინდა მოვიშველიო მიშელ ობამას სიტყვები - თუ ისინი დაეშვებიან, ჩვენ ავიწევით მაღლა. ტყუილია, რომ ჩვენ ვართ რადიკალები, ან თქვენ ხართ რადიკალები. თქვენ ხართ ევროპული მეინსტრიმი, იმიტომ რომ თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და კანონის უზენაესობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევხვდით თქვენი მთავრობის წარმომადგენლებს. ჩვენ არ ჩამოვსულვართ აქ მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ სოლიდარობა გამოგიცხადოთ, ჩვენ ასევე ჩამოვედით იმისთვის, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ" აღნიშნა როთმა. 

ჩვენ გვინდოდა პარლამენტში სტუმრობა, მაგრამ კარი დაკეტილი დაგვხვდა. თქვენმა წარმომადგენლებმა არ მიგვიღეს და არ მოგვისმინეს, მაგრამ ჩვენ თქვენი ხმა გვემის  და თუ  პარლამენტში არ გვიშვებენ, აქ მოვდივართ. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, არის ჩვენი ბრძოლა - აღნიშნეს ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა