War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ს წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან 30 წელზე მეტხანს - ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის

ნახვები: 538 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ს წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან 30 წელზე მეტხანს - ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის

ჩვენ წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები გვქონდა საქართველსთან 30 წელზე მეტხანს და გაგრძელება გვსურს - ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად, ერთად მუშაობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სჯერა, რომ არსებობს მექანიზმი, რომლის შექმნაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, რათა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ნაკლებად შეუსაბამო იყოს ღირებულებების, რომელზეც ხელისუფლება თავად ამბობს, რომ ერთგულია.

“ერთ-ერთი, რაზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ო’ბრაიენმა ისაუბრა, არის ის, რომ თუ კანონი გადაიხედება, ჩვენ გვექნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მექანიზმები და გზები, რომლებიც მათ შეუძლიათ, შექმნან, რათა კანონი ნაკლებად შეუსაბამო გახადონ მისწრაფებებთან და ღირებულებებთან, რომელთა მიმართაც ისინი თავად ამბობენ, რომ ერთგულები არიან - კონსტიტუციისა და საჯარო გამოსვლევის მეშვეობით.

ის [ბლინკენი] ახლო კონტაქტში რჩება [საელჩოს] გუნდთან თბილისში, ასევე, მჭიდრო კონტაქტში მდივნის მოადგილე ო’ბრაიენთან და სხვებთან.

წინასწარ არ განვიხილავ რაიმე საინქციებს ან ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის მთავრობას შეუძლება განახორციელოს, მაგრამ კიდევ ერთხელ: ჩვენ წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები გვქონდა საქართველსთან 30 წელზე მეტხანს და ამ სამუშაოს გაგრძელება გვსურს. ჩვენი აზრით, ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად, ერთად მუშაობისთვის”, - განაცხადა პატელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა