ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მომიტინგე - უცნობი ბანდის წევრები ნიღბებით მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა

17.05.2024 ნახვები: 537

მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი, - ამის შესახებ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ოკმელაშვილის თქმით, ნარკოტიკი, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, 2 წლის წინ, კლუბში აჩუქეს.

"იმ დღეს, რუსულ კანონს მშვიდობიანად ვაპროტესტებდით. პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა ნიღბებით და მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ". თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა და ხელს ვკრავდი. პატივცემულს ბოდიშს მოვუხდი, თუმცა, მანამდე ალექსანდრესგან [დაზარალებული პოლიციელი] ძალიან დიდი - არაპროპორციული ძალის გამოყენება იყო. მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი.

რაც შეეხება ნარკოტიკს, ეს ნარკოტიკი ერთ-ერთი კლუბის შესასვლელში, 2 წლის წინ მაჩუქეს და რადგან მომხმარებელი არ ვარ, თაროზე მედო, დამავიწყდა", - განაცხადა ოკმელაშვილმა.

პროკურატურა ოკმელაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვისა დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა