ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გიორგი ვაშაძე - ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!

22.05.2024 ნახვები: 520

ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ რუსული მანიპულაციური ბუნება და ყოველგვარი სპეკულაციის შესაძლებლობა დახურეს, ამ დასკვნის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ სისულელეებით კიდევ უფრო ამხელს თავის რუსულ ბუნებას. ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის! - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნამ, საბოლოო წერტილი დაუსვა ყველა მანიპულაციას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„რუსული კანონი“ გასაუქმებელია, გასაწვევია პარლამენტიდან, პირდაპირ ამაზე საუბრობს ვენეციის კომისია, შესაბამისად „რუსული კანონით“ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე სვლას ვერ გააგრძელებს. „რუსული კანონი“ საქართველოს ევროკავშირს დააშორებს და, სამწუხაროდ, ვერ შევალთ ევროკავშირში და არ გვექნება არანაირი პროგრესი. მთელი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთადერთი, რაზეც აპელირებდა „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნა იყო, სწორედ ამიტომ ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა ვენეციის კომისიამ.

დეტალურად დასაბუთებული აქვს ვენეციის კომისიას, თუ რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება და რატომ ეწინააღმდეგება რუსული კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის ნათელია, რომ არჩევანი კონკრეტულია - ეს კანონი შევა ძალაში? მაშინ „ქართული ოცნება“ თავის თავს რუსეთის მხარეს დააყენებს. ეს კანონი შევა ძალაში? მაშინ საქართველო შეაჩერებს ევროინტეგრაციის გზაზე სვლას.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე გამოსავალს ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში ხედავს და მიაჩნია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს.

„ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან ახლოსაა ის დიდი სიკეთეები, რომელიც შეიძლება ჩვენ მივიღოთ, ასე მკაფიო ეს არ ყოფილა არასდროს. ამიტომ სჭირდება პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ერთიანობა, ახლა საქართველოს გადარჩენისა და ქვეყნის ამ კლანჭებიდან დახსნის დროა, იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მივმართავ - მთავარი სანქციები გემუქრებათ ქართველი ხალხისგან!

დასკვნა ცალსახაა, ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ რუსული მანიპულაციური ბუნება და ყოველგვარი სპეკულაციის შესაძლებლობა დახურეს, ამ დასკვნის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ სისულელეებით კიდევ უფრო ამხელს თავის რუსულ ბუნებას. ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის!

ჩვენ მივალთ სესიაზე ვეტოს დაძლევის მომენტში და ჩვენ ჩვენსა და ქართველი ხალხის პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა