ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

რუსი დეპუტატი - საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება, შეიძლება, სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის

23.05.2024 ნახვები: 447

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩამოართვას, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებიით, საკამათო კანონის ქართული ვერსია უფრო ლოალურია უცხოელი აგენტების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

„თუ განათლებული ადამიანები ამას ვერ ხედავენ, მაშინ, დიდი ალბათობით, ისინი ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ და საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია“, - თქვა ლუგოვოიმ.

მისი მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ სიძულვილი არ არსებობს და რომ რუს ტურისტებს საქართველო იზიდავთ.

„რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო, ქართული ღირსშესანიშნაობები და გარდა ამისა, ჩვენ ერთიანი მართლმადიდებლური რელიგია გვაერთიანებს. ახლა ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ, როგორ იქცევა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ იქცევიან ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათ მიმართ და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ლუგოვოიმ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა