კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყებისთვის მზადაა

ნახვები: 478 გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყებისთვის მზადაა

გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისთვის მზადაა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ვსაუბრობთ გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალზე და არა თავად აქტივებზე”, - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავის მხრივ, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ გამოყენებული იქნება რუსეთის ფედერაციის აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივები „ხელშეუხებელი რჩება“.

„ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფო იმუნიტეტი, დაცული იქნება“, - ციტირებს მას Reuters-ი.

ცნობისთვის, 24 -25 მაისს იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მინისტრები შეეცდებიან, რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა