ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

მოლდოვა რუსეთისგან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის ექსტრადირებას ითხოვს

ნახვები: 668 მოლდოვა რუსეთისგან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის ექსტრადირებას ითხოვს

მოლდოვა რუსეთისგან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის ექსტრადირებას ითხოვს. მას ქვეყანაში 15 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. მოლდოვის იუსტიციის მინისტრის, ვერონიკა მიხაილოვ-მორაუს თქმით, იუსტიციის სამინისტროს არ აქვს ოფიციალური დასტური, რომ ოლიგარქს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს- "თუ ოფიციალურად შეგვატყობინებენ, რომ მას ასევე აქვს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, გავაანალიზებთ გარემოებებს და ვნახავთ პროცედურულად როგორ მოვიქცეთ“, - განაცხადა მიხაილოვ-მორაუმ.

მოლდოვის საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ შორი 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ბენეფიციარი იყო. ის იყო ორი ბანკის აქციონერი, რომლებიც მოგვიანებით გაკოტრდა. შორი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

ის ერთ-ერთი პრორუსული ოპოზიციური პარტიის ლიდერია. მისი პარტია მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობისთვის კრძალა, რის გამოც ოლიგარქმა 2024 წლის აპრილში, მოსკოვში ახალი პოლიტიკური ბლოკის ყრილობა მოაწყო და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისა და მოლოდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რეფერენდუმის ჩატარებისთვის მზადება დაიწყო. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა