კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე - წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში

ნახვები: 490 ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე - წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში

ევროკავშირის საბჭო ბრიუსელში გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ყველაზე შესაფერისი პასუხი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში.

"მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო ინფორმირებულ იქნა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ახალი კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებასა და პრინციპებს. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოს შესაძლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით" , - წერია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა