კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი მაია სანდუს - თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს

ნახვები: 501 ენტონი ბლინკენი მაია სანდუს - თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს

მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგახართ, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოლდოვაში პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბლინკენის თქმით, აშშ ხედავს მყარ პოზიციას, ქვეყნის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი მოლდოველი ხალხის მხრიდან.

“დასაწყისში ის უნდა ვთქვა, თუ რამდენად მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისთვის და ამას ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვხედავ - დაფასებას ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ გამომწვევებით სავსე დროს, გამოწვევებით სავსე პირობებში, რათა მოლდოვას გაუძღვეთ წინ. ორი წლის წინ, როდესაც აქ ვიყავი, ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ ცოცხალი, ინკლუზიური ქვეყანა, რომელსაც ფესვები აქვს გადგმული ევროპაში, დასავლეთში, რომელიც მშვიდობაში ცხოვრობს და სადაც მოლდოველები თავად განსაზღვრავენ საკუთარ მომავალს. და მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგახართ, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ გზაზე, იმ მიმართულებით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - გააძლიერეთ ენერგეტიკის სექტორი, ებრძვით კორუფციას, დაიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დღეს აქ თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს. მალე საელჩოს ახალ კომპლექსზე დავასრულებთ მოლაპარაკებებს - ეს სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც ასახავს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და გაღმავებისთვისა და წინსვლისთვის საფუძველს გვაძლევს. რაც განსაკუთრებით ძლიერია აქ - არის დემოკრატიისადმი ღრმა ერთგულება, და ის, რომ მოლდოველები თავად წყვეტენ საკუთარ მომავალს. და ეს რუსეთის მხრიდან ჩაგვრის, ჩარევის, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობების, კორუფციის იარაღად გამოყენების, ანტისამთავრობო პროტესტების ორგანიზების ფონზე. ამის მიუხედავად, ჩვენ განსაკუთრებულ სიმყარეს ვხედავთ მოლდოვის ხელმძღვანელობის მხრიდან და, განსაკუთრებით, მისი ხალხისგან”, - განაცხადა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა