კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - კანონის მოქმედებით უკვე ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა

ნახვები: 494 ხატია დეკანოიძე - კანონის მოქმედებით უკვე ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა

არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, მაგრამ ასევე მინდა ვუთხრა სახელმწიფოს, “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის მსახურებს, რომ ამ კანონის მოქმედებით უკვე ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მაგალითად, ბავშვთა ონკოლოგიურმა პროექტებმა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, შესაძლოა, მუშაობა გააჩეროს.

“რუსული კანონი” საქართველოს სახელმწიფოში ოპერირებას ვერ გააგრძელებს. იმიტომ რომ პირველ რიგში, ეს არ არის რუსეთი და ბელარუსი. არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, მაგრამ ასევე მინდა ვუთხრა სახელმწიფოს, “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის მსახურებს, რომ ამ კანონის მოქმედებით უკვე ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა. მაგალითად, ბავშვთა ონკოლოგიურმა პროექტებმა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, შეიძლება მუშაობა გააჩეროს. ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბავშვებზე ორიენტირებული პროექტები წერენ მუნიციპალიტეტებს, რომ ვერ გააგრძელებენ მუშაობას და თუ ასე გაგრძელდა ეს იქნება ძალიან მძიმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ გაგრძელდება, როდესაც ბევრ ინდივიდს, ადამიანს შეეხება ამ კანონის მოქმედება. შესაბამისად, ჩვენ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზარალდეს, თუმცა თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ ადამიანებს დაემუქროს, ამასაც რა თქმა უნდა, კონკრეტული რეაგირება ექნება”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, 28 მაისს, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა