ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ლევან ბეჟაშვილი - არასერიოზულია, როდესაც პრემიერი სანქციების თემას აბუჩად იგდებს

30.05.2024 ნახვები: 468

არასერიოზულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი სანქციების თემას აბუჩად იგდებს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა ივანიშვილის პარტიას არ მიეღოთ „რუსული კანონი“ - ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აღარ ექნება „ქართული ოცნების“ ხელში,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სანქციებს ეხებოდა.

ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის „მთავარი წინაღობა“ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“.

„ვფიქრობ, არასერიოზულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი სანქციების თემას აბუჩად იგდებს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა ივანიშვილის პარტიას არ მიეღოთ „რუსული კანონი“. მათ ეს მაინც განახორციელეს და პრაქტიკულად ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დაუხურეს.

რეალურად, ახლა სანქციებზე აქცენტის გადატანა არასერიოზულია, ვინაიდან მხოლოდ სანქცირების თემა არ არის, მთავარი თემა არის ის, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დაუხურეს, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აღარ ექნება „ქართული ოცნების“ ხელში.

საზოგადოებამ უნდა გადავწყვიტოთ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ევროპაში გაწევრიანება, მთავარი წინაღობა ამ გზაზე არის ივანიშვილი და მისი პარტია“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა