კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანია, ერთიანი სარჩელი იყოს, მათ შორის მედიაორგანიზაციების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების

ნახვები: 522 ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანია, ერთიანი სარჩელი იყოს, მათ შორის მედიაორგანიზაციების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი იქნას იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი სარჩელი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეხება.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის სადავო მუხლების გასაუქმებლად მესამე სექტორი, პირველ რიგში, გამოიყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს და ასევე, სამართლებრივი გუნდი მუშაობს ალტერნატიული დავის მექანიზმებზეც.

“კოორდინაცია ნამდვილად იქნება ყველა იმ ინსტიტუტთან, თუ სუბიექტთან, რომელიც უფლებამოსილია საკონსტიტუციო სარჩელით მიმართოს სასამართლოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი სარჩელი იყოს, მათ შორის მედიაორგანიზაციების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, რათა ერთიანი სტრატეგიით წავიდეთ და დავაზღვიოთ, მათ შორის სამართლებრივი რისკები”, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო უფლებებს, მათ შორის ევროპის კონვენციას ადამიანის უფლებების შესახებ.

“ამაზე ძალიან დეტალურად საუბრობს ვენეციის კომისია, საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, შეკრების, გაერთიანების უფლებაზე, სტიგმატიზაციაზე, დისკრიმინაციის აკრძალვის კანონმდებლობას არღვევს და საერთო ჯამში, არის ანტიკონსტიტუციური, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგო და ხელს უშლის მედიის თავისუფლებას. პრინციპში, არ რჩება ადამიანის უფლება და თავისუფლება, რაზეც დგას დემოკრატიული საზოგადოება, რასაც არ არღვევს კანონი და ეს დასკვნაში თქვა ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ”, - განაცხადა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა