კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

ნახვები: 489 ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ეს არის უპრეცედენტო განაჩენი, ვინაიდან ტრამპი არის პირველი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავედ ცნეს.

მოსამართლე ხუან მერჩანმა განაჩენის გამოტანის მიზნით სასამართლო პროცესი 11 ივლისს დანიშნა. ტრამპის სასჯელი მოსამართლის გადასაწყვეტია და ის შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას ან პირობით სასჯელს.

პროკურორებმა ტრამპი დაადანაშაულეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანობის ძირის გამოთხრის მიზნით უკანონო შეთანხმებაში მონაწილეობაში და ნეგატიური ინფორმაციის აღკვეთის უკანონო გეგმაში, რომელიც მოიცავდა ყოფილი კინოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას.

ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სამარცხვინო საქციელი უწოდა და განაცხადა, რომ "ნამდვილი განაჩენი" გამოცხადდება 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა