ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

"ნაციონალური მოძრაობა" - პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ

01.06.2024 ნახვები: 375

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდასხმაში 100-მდე პირი მონაწილეობდა.

"სულ რამდენიმე წუთის წინ, ივანიშვილის რუსული რეჟიმის "ტიტუშკები" “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს.

ვანდალური თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა.

დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი.

ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის.

ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება!

საქართველო რუსეთი არასდროს იქნება!

ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!" - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა