კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წევრების საცხოვრებელ სახლზე გვიან ღამით, მუქარის შემცველი წარწერები კიდევ დატოვეს

ნახვები: 485 ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წევრების საცხოვრებელ სახლზე გვიან ღამით, მუქარის შემცველი წარწერები კიდევ დატოვეს

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წევრების საცხოვრებელ სახლზე გვიან ღამით, მუქარის შემცველი წარწერები კიდევ დატოვეს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ილია გუჩმანიძე აცხადებს, მათ ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ტერორი მიმდინარეობს.

გუჩმანიძე მომხდარზე შესაბამის ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვს.

„გუშინდელი არ გვაკმარეს და დღეს კიდევ დაამატეს, ოჯახზე სრული სახელისუფლო ტერორია, ვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას! ამ სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ფეხმძიმე ქალი ცხოვრობს”, - აცხადებს ილია გუჩმანიძე.

ცნობისთვის, წუხელ ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა მიაწოდეს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების საცხოვრებელ სახლებზე შეურაცხმყოფელ წარწერებს ტოვებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოკითხვაზე დაიბარონ და ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა