კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირებულია

ნახვები: 438 ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირებულია

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.

Galt & Taggart-ის ანალიზით, საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, რაც ინვესტორთა მხრიდან საქართველოს ეკონომიკასთან და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან მიმართებით გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდებოდა.

მართალია კვირის ბოლოს აქციებმა გარკვეულწილად ზრდა აჩვენა, თუმცა ერთკვირიან ჭრილში მათი ღირებულება საგრძნობლად არის შემცირებული.

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 7.60%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.82 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 11.24%-ით გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.14%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.40 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 6.59%-ით შემცირდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 5%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 442 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 7.47%-ით გაიზარდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა