კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი შსს-ს - რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!

ნახვები: 497 ლევან ხაბეიშვილი შსს-ს - რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!

რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა? - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაბეიშვილი წერს, გამოძიება ორგანიზებული თავდასხმის მუხლით უნდა დაწყებულიყო.

„მუხლი 224. ბანდიტიზმი - მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-20 წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა მინის დაზიანება? რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა?!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა