ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

გიორგი გახარია - რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებ ხმებს მოიპარავს „ოცნება“

07.06.2024 ნახვები: 560

რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებ ხმებს მოიპარავს “ოცნება“ - 2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას მთელი საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება, - ამის შესახებ დღეს, პოლიტიკური პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარია გუნდთან ერთად მარტვილსა და ფოთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრებზე მან ისაუბრა ადგილობრივ პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის აუცილებლობაზე.

„ჩვენ საარჩევნო კამპანია დავიწყეთ. რეგიონებში გვაქვს გასვლითი შეხვედრები. ვამზადებთ გუნდს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ იცოდნენ როგორ უნდა დაიცვან ხმები. ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.

სამწუხაროდ, დღეს, განსაკუთრებით ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ “ოცნებამ” არჩევნების მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ. ცდილობენ, მაგრამ არსებობს ის რესურსი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად არჩევნებზე ხმების დაცვას შეძლებს.

უფრო რომ დავკონკრეტდეთ, პირველ რიგში, რაც არის აუცილებელი პირობა - ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე. მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე მით ნაკლები შესაძლებლობა ექნება “ოცნებას”, რომ ხმები მოიპაროს. ჩვენ ვითანამშრომლებთ, პირველ რიგში, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომელთა როლი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და გავუზიარებთ მათ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას.

2024 წლის არჩევნები იქნება არამხოლოდ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში, არამედ მას დააკვირდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ამ არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის.

ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელმაც უკვე დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და კამპანიის ჩატარებას. ჩვენ დღეს ამ პოზიციაზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ხან ერთიანდება, ხან იშლება, იქმნება სხვადასხვა ფორმატები, პლატფორმები. ცხადია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ, ადამიანებს და პოლიტიკურ ძალებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ დამოუკიდებლად განვაგრძობთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა