ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ევრო 2024 | დანია - სლოვენია 1:1

ნახვები: 586 ევრო 2024 | დანია - სლოვენია 1:1

ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფის პირველ მატჩში ერთმანეთს დანიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში თანაბარი გამოდგა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ფრე დაფიქსირდა – 1:1.

ფაქტები

  • ეს გუნდები სულ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ხუთჯერ სკანდინავიელებმა გაიმარჯვეს, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. საინტერესოა, რომ დანია და სლოვენია ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ერთ ჯგუფში იყვნენ. ლუბლიანაში ჩატარებული მატჩი 1:1 დასრულდა, დანიაში კი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.
  • კრისტიან ერიქსენი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (32), რომელმაც დანიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
  • სლოვენიელ იანჟას ნაკრების მაისურით 3 გოლი აქვს გატანილი. სამივე სკანდიანვიელთა კარში: პირველად დანიას გაუტანა კოპენჰაგენში, მეორედ – ფინეთს, მესამედ – ევრო 2024-ზე, ისევ დანიას.

17′ წუთზე დანიელებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს. იონას ვინდის ქუსლით გაკეთებული შესანიშნავი პასით კრისტიან ერიქსენმა ისარგებლა და მძიმე ევრო 2020-ის შემდეგ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გოლით დაუბრუნდა – 1:0.

77′ წუთზე სლოვენიელების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და იანჟამ შორეული დარტყმით დანიელების კარი აიღო – 1:1.

C ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა:

 1tv.ge

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა