ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ევრო 2024 | სერბეთი - ინგლისი 0:1

ნახვები: 586 ევრო 2024 | სერბეთი - ინგლისი 0:1

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ინგლისის ნაკრებმა ევრო 2024-ზე პირველი მატჩი გამართა. მისი მეტოქე სერბეთი იყო, რომელიც 1:0 დაამარცხა და C ჯგუფში ერთპიროვნულდ გალიდერდა. ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა სლოვენიასა და დანიას შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

ფაქტები 

  • მატჩის წინა დღეს გელზენკირხენის ერთ-ერთ პაბში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ინგლისის ნაკრებისა და სერბეთის ფანები. ბრიტანელებს რამდენიმე ალბანელი ულტრასი დაეხმარა. გერმანიის პოლიცია საქმეში დროულად ჩაერია. დაშავდა ერთი სერბი და სამი ინგლისელი გულშემატკივარი.
  • ჯუდ ბელინგემი პირველი ევროპელი ფეხბურთელია, რომელსაც 20 წლის ასაკში სამ დიდ შეჯიბრებაში აქვს ნათამაშები. პირველად ევრო 2020-ზე გამოჩნდა, შემდეგი იყო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, მესამე – ევრო 2024, რომელსაც ჯუდი 20 წლისა და 353 დღისა შეხვდა.
  • ინგლისს ყველაზე მეტი მატჩი (38) აქვს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატებზე იმ ნაკრებებს შორის, რომლებსაც ევრო არასოდეს მოუგიათ.
  • ინგლისმა და სერბეთმა კარისკენ ჯამში 11-ჯერ დაარტყეს, რაც 1980 წლის შემდეგ (სწორედ ამ წლიდან ითვლება მატჩის სრული სტატისტიკა) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

13′ წუთი. პირველ ტაიმში სერბეთის კარს ყველაზე მეტი ხიფათი ინგლისის მარჯვენა ფლანგიდან ექმნებოდა. ამის მიზეზი ბუკაიო საკას ფლანგური გარღვევები იყო. ერთ-ერთ ასეთ იერიშს საკას პასი და ბელინგემის თავური დარტყმა მოჰყვა.

 

ბელინგემი მესამე ყველაზე ახალგაზდა ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა:

18 წლისა და 237 დღის: უეინ რუნი (vs შვეიცარია, ევრო 2004)
20 წლისა და 189 დღის: მაილკლ ოუენი (vs რუმინეთი, ევრო 2000)
20 წლისა და 353 დღის: ჯუდ ბელინგემი (vs სერბეთი, ევრო 2024)

სერბეთთან გამარჯვებით ინგლისის ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. მომდევნო ტურში, 20 ივნისს სერბეთი სლოვენიას დაუპირისპირდება, ინგლისი – დანიას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა