ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

კახა კალაძე - GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში

ნახვები: 573 კახა კალაძე - GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში

GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში. ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას, თუმცა ვთანამშრომლობთ კომპანიასთან და ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, ის აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

„ჩვენ სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვთხოვთ აღნიშნულ კომპანიას მათი ქსელის მოწესრიგებას და ახალი პროექტების განხორციელებას. იგივე ხდება ბაგებში, სადაც დაწყებულია სამუშაოები. რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რომ მათი ქსელი ამორტიზებულია, საჭიროებს განახლებას და ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, პირველი მოთხოვნა, რაც გვაქვს არის ქსელის მოწესრიგება, განახლება. კომპანია მოგვყვება, აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს და ამიტომაც, ეს სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. გარდა ამისა, მათი მხრიდან ხშირია მოთხოვნები სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს, კიდევ სხვა ლოკაციებზე დამატებითი სამუშაოების ფრონტის გახსნა, ვფიქრობ, პრობლემაა, პირველ რიგში გადაადგილებისა და საცობების შექმნის თვალსაზრისით, ამიტომ, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და ყველა დიდ პროექტში მოგვყვება იმისთვის, რომ ქსელი განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა