ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ევრო 2024 / საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა

18.06.2024 ნახვები: 655

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც მძიმე ბრძოლაში, 3:1 გაიმარჯვა.

  • ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეროვნულმა გუნდმა დიდი ტურნირის 14 შესარჩევი ეტაპი ითამაშა უშედეგოდ. მეთხუთმეტე ცდა კი წარმატებული გამოდგა – მოიპოვა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზური.
  • საქართველოს ნაკრების პირველი, ისტორიული გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მის ანგარიშზე 26 სანაკრებო მატჩში 11 გოლია.
  • ვილი სანიოლი პირველი ფრანგი მწვრთნელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე უცხოური ნაკრები გაუწვრთნია.

 

დორტმუნდის „BVB არენა“, რომელიც 62 ათას ადამიანს იტევს, თითქმის ბოლომდე შეივსო (59 127). გერმანიაში უამრავი ქართველი გულშემატკივარი ჩავიდა, თუმცა სტადიონზე გაცილებით მეტი იყო თურქი ქომაგი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ჯაბა დვალი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

საქართველოს ეროვნული ჰიმნი თურქეთთან მატჩის წინ:

25-წუთი. ნომინალური მასპინძლის, თურქეთის ნაკრების საწყისმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო: მულდურის ეფექტური დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა – 1:0.

ორიოდე წუთში თურქებმა მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ არგენტინელმა მსაჯმა გოლი გააუქმა.

32-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე. ქოჩორაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მიქაუტაძემ იუველირის სიზუსტით დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

65′ წუთი. თურქეთმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და მეორე გოლიც გაიტანა, რომელიც არდა გიულერის ანგარიშზეა.

90+6′ წუთი. ბოლო წამებზე საქართველოს ნაკრებმა აქტიურად შეუტია, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა, ბურთი ორჯერ მოხვდა ძელს, თუმცა მიზანს მაინც თურქეთმა მიაღწია: ბოლო კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა გიორგი მამარდაშვილი, თუმცა ჩაწოდების შემდეგ ბურთი თურქებს დარჩათ და ცარიელ კარში მესამე გოლი გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თამაშობს თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის. მერვედფინალში თამაშის შანსი აქვს ექვსი ჯგუფის ოთხ მესამეადგილოსანს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას დაუპირიპირდება.

 

1tv.ge
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა