ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“

ნახვები: 588 ხათუნა სამნიძე - ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ ჩართული იქნება მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“

ძალიან მალე გახდება ცნობილი, სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება „რესპუბლიკური პარტია“ - ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩართული ვიქნებით მეორე პოლიტიკურ ცენტრში, რომლის ფარგლებში განიხილება „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „გირჩი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

სამნიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია.

"დაიწყო მოლაპარაკებები, რა პროცესშიც "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვერთვები. ჩავერთვები საარჩევნო პროცესში, დავგეგმავთ კამპანიას. ძალიან მალე გახდება ცნობილი თუ სად, რომელ პოლიტიკურ ცენტრში იქნება "რესპუბლიკური პარტია", - აღნიშნა სამნიძემ, რომელიც რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა