ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ალექსანდრე კრევო-ასათიანი - ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს, მათ ერთიანობა გადაწყვიტეს, რაც საქართველოსთვის მკაფიო „მესიჯი“ უნდა იყოს

ნახვები: 584 ალექსანდრე კრევო-ასათიანი - ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს, მათ ერთიანობა გადაწყვიტეს, რაც საქართველოსთვის მკაფიო „მესიჯი“ უნდა იყოს

დონალდ ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთიანობა. საქართველოსთვის კი ეს უნდა იყოს მკაფიო „მესიჯი“, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონგრესზე ერთიანობა მთავარი „მესიჯი“ იყო.

„ვიმყოფებით რესპუბლიკელების კონგრესზე, სადაც ოფიციალურად უნდა აირჩიონ დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ძალიან საინტერესოა ჯეი დივანსის ვიცე პრეზიდენტად დანიშვნის საკითხი, რადგან ის ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთიანობა მეორე მხარის დასამარცხებლად. ჩვენთვის კი, საქართველოსთვის ეს უნდა იყოს მკაფიო მესიჯი, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად წარსულში დაპირისპირებისა. ერთიანობა იყო მთავარი „მესიჯი“ დღევანდელ კონგრესზე და მომდევნო სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე, კრევო-ასათიანი აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა