ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

რომან გოცირიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ახალი ხელისუფლება სანაგვეში გადააგდებს

ნახვები: 581 რომან გოცირიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ახალი ხელისუფლება სანაგვეში გადააგდებს

ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ახალი ხელისუფლება მაინც გადააგდებს სანაგვეში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა.

მისივე თქმით, კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ყოველთვის უნდა გამოიყენოს ადამიანმა.

„ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი. შესაძლოა, ბევრი ფიქრობდეს, რა აზრი აქვს სარჩელის შეტანას, როდესაც სასამართლო მთლიანად არის მართული "ქართული ოცნების" მხრიდან, მაგრამ ამ ლოგიკით, მაშინ არავითარი აზრი არ ჰქონდა პროტესტს რუსული კანონის მიმართ გასულ წელს, როდესაც იძულებული გახდა „ქართული ოცნება“, რომ უკან გაეწვიათ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ კანონს ახალი ხელისუფლება მაინც გადააგდებს სანაგვეში. კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ყოველთვის უნდა გამოიყენოს ადამიანმა“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა. ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.

კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაასაჩივრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა