ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

გიორგი ვაშაძე - ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას „ქართული ოცნება“ ზემოდან უმატებს კონსტიტუციის უგულებელყოფას

ნახვები: 586 გიორგი ვაშაძე - ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას „ქართული ოცნება“ ზემოდან უმატებს კონსტიტუციის უგულებელყოფას

უმძიმესი ვითარებაა. იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას.

მისი თქმით, ქვეყანას მართავს „კლანი“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ქვეყანაში აღარ არის კანონი და კონსტიტუცია.

„არ არსებობს დღეს, სამწუხაროდ, არც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს „კლანი“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა თვითონ გამდიდრდეს, ხალხი უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყოს და ნებისმიერ ფასად ხელისუფლება შეინარჩუნოს. გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან, არის ერთიანობა. ერთიანობით 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი, რომელიც ახლა ხდება ქვეყანაში, ყველა ეს ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რაც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროკავშირისკენ. ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია, საქართველო შეიყვანოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით და ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ამიტომ გვჭირდება წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება," - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა