ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

USAID-ის წარმომადგენელი - ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთ

ნახვები: 573 USAID-ის წარმომადგენელი - ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთ

არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, USAID-ი აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას აწარმოებს.

ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილემ, ალექსანდრ სოკოლოვსკიმ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.­

“აშშ-ის მხრიდან ქართული დემოკრატიისთვის მხარდაჭერის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები აწყობილი იყო ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობის საერთო ხედვის, საერთო ღირებულებებზე, რაც მოიცავდა ძლიერ, აქტიურ და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობასთან დიალოგში. საქართველოში ორი ათწლეულის განმავლობაში ჩავდიოდი - ეს არის საქართველო, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. გვსურს დავინახოთ საქართველო, რომელიც ამ ღირებულებების ერთგული იქნება და ამ ხედვას გაიაზრებს.

არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთ, და ჩვენ USAID-ში მჭიდროთ ვმუშაობთ სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგებთან ამ ძალისხმევაში”, - განაცხადა სოკოლოვსკიმ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა