ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ირაკლი კობახიძე - ამერიკელ პარტნიორებს გვინდა განსხვავებული დღის წესრიგი შევთავაზოთ - ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი

ნახვები: 587 ირაკლი კობახიძე - ამერიკელ პარტნიორებს გვინდა განსხვავებული დღის წესრიგი შევთავაზოთ - ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვას სთავაზობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში გადატვირთვა ორივე სახელმწიფოს ინტერესებში თანაბრად შედის.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ საქართველომ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იხილოს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გვინდა განსხვავებული დღის წესრიგი შევთავაზოთ - ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი. იცით, ამ ურთიერთობებში, გასული 3-4 წლის განმავლობაში, რამდენი რამ გაფუჭდა. ამ ფონზე, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ამერიკელი პარტნიორების მიმართ ჩვენი შეთავაზება. ამ ფონზე, ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, არის კონტრპროდუქტიული, ასევე მთელი რიგი აქტები, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელდა არის კონტრპროდუქტიული. ვიტოვებ იმედს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, ეს არის თანაბრად საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებში. იმედი მაქვს, რომ სათანადო შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ განხილვის დროს არავის უხსენებია, რომ მოლდოვაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დაიხურა 10-მდე ტელევიზია და საერთოდ არ ყოფილა ეს განხილვის საგანი ამერიკის კონგრესსა და სენატში. არავის უხსენებია ის, რომ მოლდოვა დღემდე რჩება დსთ-ის სახელმწიფოდ. არავის უხსენებია ის, რომ პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის კუთხით არის სერიოზული პრობლემები მოლდოვაში. პრაქტიკულად, აღარ არსებობს პოლიტიკური და მედია პლურალიზმი. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ - საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვას მიმართ. სხვანაირად ვერავინ ხსნის იმას, რატომ არ საუბრობენ მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე. მთავარია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. ასეთ შემთხვევაში, არის შესაძლებელი მიიღწეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გადატვირთვა. თუ მათი მხრიდან იქნება კეთილი ნება და შემხვედრი ნაბიჯები, ეს გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველო არის მოლოდინის რეჟიმში.

„ველოდებით პრაგმატულ, სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ. იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საქართველოზე ისეთი თავდასხმები, როგორიც მათ შორის, გუშინ მოვისმინეთ. ეს შედის თანაბრად საქართველოსა და აშშ-ის ინტერესებში. მნიშვნელოვანია იმ გაუგებარი აქტების უკან გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ, იგივე სავიზო შეზღუდვების სახით და ა.შ. რომელიც ჯერ სასამართლო, შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას უკავშირდებოდა. ურთიერთობების გადატვირთვისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია სამართლიანობა ურთიერთობებში. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. მთავარია, რომ ვიხილოთ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ ველოდებით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში დასრულდება ომი, თუ აშშ-ში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, შესაძლოა, ეს იანვარშიც დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება, რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი.

ურთიერთობების გადატვირთვა არ არის დამოკიდებული აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე. თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება ომი, თუ რესპუბლიკელები, სავარაუდოდ ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე არ არის დამოკიდებული ჩვენი ოპტიმიზმი“,- განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა