ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ მასობრივი დაკავებები დაიწყო

ნახვები: 588 ირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ მასობრივი დაკავებები დაიწყო

ირანში „ჰამასის“ ლიდერის,  ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ მასობრივი დაკავებები დაიწყო.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, დაპატიმრებულებს შორის არიან ირანის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ რეზიდენციის თანამშრომლები, სადაც ისმაილ ჰანიე მოკლეს.

დაპატიმრებულია სულ 20 ადამიანი.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში ირანელი სამართალდამცავები სწავლობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის აეროპორტებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და თვითმფრინავების მგზავრთა სიებს, რადგანაც არსებობს ვარაუდი, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელები, შესაძლოა, ისევ ირანში იმყოფებოდნენ.

მანამდე ბრიტანულმა „დეილი ტელგრაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის მიზნით, ირანის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები გადაიბირეს.

როგორც გამოცემა წერს, აგენტები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ „ანსარ ალ-მაჰდის”რიგებიდან არის შერჩეული, რომელიც ოფიციალური პირების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

„დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციით, აგენტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილი სახლის სამ ოთახში დაამონტაჟეს, რისი დადგენაც სათვალთვალო კამერებით მოხერხდა.

როგორც გაზეთი წერს, მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ „მოსადის“ დაქირავებულმა აგენტებმა ირანის ტერიტორია დატოვეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა