ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

თიბისის ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენცია WeAreDevelopers World Congres-ზე

ნახვები: 574 თიბისის ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენცია WeAreDevelopers World Congres-ზე

თიბისი თანამშრომლების განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად უკვე წლებია ზრუნავს, რაც, უპირველეს ყოვლისა, წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის თიბისიში იმპლემენტაციას გულისხმობს. ეს კულტურა კომპანიის ნაწილად იქცა და დღემდე გრძელდება.

 

ამჯერად, თიბისის 15 თანამშრომელი ბერლინში, ყოველწლიურ კონფერენციას, WeAreDevelopers World Congress-ს დაესწრო, სადაც 15 ათასზე მეტი ადამიანი, 8000-მდე კომპანია და უამრავი წარმატებული სპიკერი იყრის თავს. აქ ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლების გაცნობაა შესაძლებელი, როგორებიცაა Google, Red Hat, Docker, Dynatrace, GitHub, Intel და სხვა.

 

WeAreDevelopers World Congress- ის არჩევის უმთავრესი მიზეზი კონფერენციის მასშტაბურობა, საინტერესო სპიკერები და თემები იყო, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე კომპანიისთვის სასარგებლოა.

 

“არაერთი საინტერესო კომპანია თუ სპიკერი იყო კონფერენციაზე. ამასთან ერთად, აქცენტი AI-ზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე კეთდებოდა. დეველოპერებისთვის ამ მოვლენებისთვის ფეხის აწყობა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ კონკრეტულად ეს კონფერენცია” - ლევან ნოზაძე, თიბისის ბექ-სისტემების დეველოპმენტის ლეგიონის ლიდი.

 

“კონფერენციაზე ვიმყოფებოდი, როგორც ტექ კომუნის ლიდერი, რათა უშუალოდ ტექ ტალანტებისგან გამეგო მათი საჭიროებები, დავკვირვებოდი მათ ქცევას, რა მოსწონთ მსგავს ღონისძიებებზე, ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი ღონისძიების ორგანიზების ნაწილს, ვესწრებოდი სესიებს და პანელურ დისკუსიებს, რათა მეტი გამეგო არსებულ ტრენდებზე”. -ნათია ბარაბაძე, თიბისის ტექ კომუნის ლიდერი,

 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ახალი ტრენდების ათვისება და შემდგომ მათი დანერგვა კომპანიის მთავარი მისიისთვის, ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა