ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

09.02.2022 ნახვები: 535

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ლევან დავითაშვილი კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოთარ შამუგიას სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დეტალურად იცის, რა სჭირდება ამ დარგს.

„ოთარ შამუგია არის დევნილი სოხუმიდან. დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და რომ იტყვიან, თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობ ეკონომიკურ გუნდთან, უახლოეს დღეებში და კვირების განმავლობაში საზოგადოებას ბევრ სიახლეს წარვუდგენთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან დავითაშვილს 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა, ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამავდროულად, ლევან დავითაშვილს უკავია ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რაც, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეუნარჩუნდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა