ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

თამარ კორძაია - მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად კონსტიტუციის ეს მუხლი მოკვდება

ნახვები: 535 თამარ კორძაია - მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად კონსტიტუციის ეს მუხლი მოკვდება

მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილონ, რადგან სხვანაირად მოკვდება კონსტიტუციის ეს მუხლი - არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გაუკეთებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქმედითი ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო კონტროლი ხორციელდება მის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ნორმას მკვდარ ნორმად აქცევს.

„ამ ეტაპზე დასაშვებობის ნაწილზე ვსაუბრობთ. საკონსტიტუციო სასამართლო დაინტერესებულია, რამდენადაა განსახილველი საკითხი 78-ე მუხლის შინაარსში შემავალი. ჩემი აზრით, მოსარჩელეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, რომ 78-ე მუხლის ნაწილში უნდა განიხილოს, რადგან სხვანაირად მოკვდება კონსტიტუციის ეს მუხლი. მე მოვიყვანე მაგალითად ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ეს არის ქმედითი მექანიზმი საქართველოს კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულების. ის ქმედითი ხდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო კონტროლი ხორციელდება მის ფარგლებში. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ნორმას აქცევს მკვდარ ნორმად და არ მინდა წარმოვიდგინო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გაუკეთებს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეებს“,- განაცხადა კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა