War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ვლადიმერ პუტინი - ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას

ნახვები: 538 ვლადიმერ პუტინი - ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას

ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ჰარისს, ჩვენც ასე გავაკეთებთ და მხარს დავუჭერთ მას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინს აშშ-ის არჩევნებში ფავორიტი კანდიდატის შესახებ დაუსვეს შეკითხვა და ასევე ჰკითხეს, დაურეკავს თუ არა ის გამარჯვებულს მისალოცად.

„ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან, დიდი ხანია, არ გვქონია სატელეფონო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვითქვამს უარი ამ კონტაქტებზე. ეს მათ შეზღუდეს, თუმცა გარკვეული ინფორმაციის გაცვლა ხდება სხვადასხვა არხით, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით. რაც შეეხება ფავორიტებს, ეს ჩვენი განსასაზღვრი არ არის. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ ჩვენი ფავორიტი იყო მოქმედი პრეზიდენტი ბატონი ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა თავის მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ქალბატონ ჰარისს. ჩვენც ასე გავაკეთებთ – მხარს დავუჭერთ მას. გადამდებად იცინის და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად აქვს.

ტრამპმა რუსეთის მიმართ იმდენი შეზღუდვა და სანქცია დააწესა, რაც მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ დაუწესებია. ხოლო ქალბატონ ჰარისს ყველაფერი თუ კარგად აქვს, იქნებ თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან. საბოლოოდ არჩევანი ამერიკელი ხალხის გასაკეთებელია და ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით ამ არჩევანს“, – განაცხადა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა