სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

ტურიზმი/ Tourism

03.09.2020 ნახვები: 545

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ქვეყანა და ვიზიტორებისთვის ერთგვარი აღმოჩენაა, რომელიც, თავისი პოტენციალითა და მრავალფეროვნებით, მის განმეორებით მონახულების სურვილს აღძრავს.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, მუდმივად ვითარდება ინფრასტრუქტურა, უმჯობესდება მომსახურების სფერო, სახელმწიფო ხელს უწყობს სულ უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვასა და ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებას.

 

ტურისტების რაოდენობა

2019 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობამ 9 მილიონს მიაღწია. დაზუსტებული ინფორმაციით: 2019 წლის 11 თვეში საქართველოში 8 690 352 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, აქედან არატურისტული მიზნით _ 1 499 310, ტურისტული მიზნით კი _ 7 191 042.
2019 წლის 11 თვის მონაცემებით: ევროპის ქვეყნებიდან 6 203 917 ტურისტი შემოვიდა, აშშ-დან _ 58 906, აღმოსავლეთი აზია/წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებიდან _ 309 496, ახლო/შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან _ 150 597, აფრიკის ქვეყნებიდან კი _ 8 399.

საერთაშორისო ვიზიტორების მიზნები

• დასვენება, გართობა, რეკრეაცია;
• მეგობრების, ნათესავების მონახულება;
• განათლების მიღება;
• მკურნალობა, გაჯანსაღება;
• რელიგია, მომლოცველობა;
• შოპინგი;
• ტრანზიტი;
• პროფესიული, ეკონომიკური საქმიანობა;
• სხვა პირადი მიზნები;


ტურისტების მიერ 2019 წელს მონახულებული ადგილები

უცხოელი ტურისტები, ძირითადად, ინტერესდებიან შემდეგი მიმართულებებით:
• თბილისი;
• თელავი (ერეკლე მეფის მუზეუმი, სასახლე, წინანდლის სასახლე);
• ლაგოდეხი (ეროვნული ნაკრძალი);
• სიღნაღი (ბოდბის მონასტერი);
• ყვარელი (ნეკრესი, ყვარლის ტბა, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი);
• დავითგარეჯა;
• თუშეთი;
• მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო, პომპეის ხიდი);
• ყაზბეგი (გერგეტის სამების ეკლესია);
• გუდაური;
• ანანური (ეკლესია, ჟინვალის წყალსაცავი);
• შატილი და მუცო;
• რუსთავი;
• ბოლნისი (ბოლნისის სიონის მონასტერი);
• გარდაბანი (მარტყოფის მონასტერი);
• დმანისი (დმანისის მუზეუმი, არქეოლოგიური მონუმენტი);
• მარნეული;
• გორი (სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, უფლისციხე);
• ბორჯომი (ლიკანი, მინერალური წყლები, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ეროვნული პარკი);
• ბაკურიანი (კოხტაგორა, დიდველი);
• ვარძია (ვანის ქვაბები, საფარა, ხერთვისი);
• ახალციხე (რაბათი);
• ქუთაისი (გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები);
• საირმე;
• ურეკი;
• ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე);
• ქობულეთი;
• ზუგდიდი (დადიანების სასახლე);
• ანაკლია _ 10 533 ტურისტი;
• მესტია და უშგული;
• შოვი და უწერა (მინერალური წყლები, შაორის ტბა, ნიკორწმინდის ტაძარი);
• და სხვ.

2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 3,5 მილიარდამდე ლარი დახარჯეს.

Georgia is one of the unique tourist countries in the world and a kind of discovery for visitors, which, with its potential and diversity, triggers the desire of repeated visit. Tourism is one of the most important directions of Georgian economy. The number of tourists grow every year, infrastructure develops continuously, service industry improves, the state supports attraction of more and more investors and development of private sector.

The number of tourists

The number of tourists in Georgia in 2019 reached 9 millions. Based on accurate information: in 11 months of the 2019, 8 690 352 international travelers entered Georgia, including 1 499 310 - for non-tourist purposes, and 7 191 042 - for tourist purposes.
Based on the data of 11 months of the 2019: 6 203 917 tourists came from European countries, 58 906 - from USA, 309 496 - from Asia/ Pacific, 150 597 - from Near/ Middle East, 8 399 - from African countries.

Purposes of international visitors
• Rest, entertainment, recreation;
• Visiting friends, relatives;
• Education;
• Treatment, improvement of health;
• Religion, pilgrimage;
• Shopping;
• Transit;
• Professional, economic activities;
• Other personal purposes.


Places, visited by tourists in 2019

Foreign tourists mainly are interested in the following directions:
• Tbilisi;
• Telavi (Museum, Palace of King Erekle, Twinandali Palace);
• Lagodekhi (National Reserve);
• Signagi (Bodbe Monastery);
• Kvareli (Nekresi, Kvareli Lake, Ilia Chavchavadze Museum);
• David Gareja;
• Tusheti;
• Mtskheta (Svetitskhoveli Cathedral, Jvari Monastery, Armazi Fortress, Samtavro, Pompey's Bridge);
• Kazbegi (Gergeti Trinity Church);
• Gudauri;
• Ananuri (church, Zhinvali water reservoir);
• Shatili and Mutso;
• Rustavi;
• Bolnisi (Bolnisi Sioni Monastery);
• Gardabani (Martkopi Monastery);
• Dmanisi (Dmanisi Museum, archeological monument);
• Marneuli;
• Gori (Stalin Museum, Gori Castle, Uplistsikhe);
• Borjomi (Likani, mineral waters, Green Monastery, Timotesubani, National Park);
• Bakuriani (Kokhtagora, Didveli);
• Vardzia (Vanis Kvabebi, Sapara, Khertvisi);
• Akhaltsikhe (Rabat);
• Kutaisi (Gelati Monastery, Bagrati Cathedral, Tskaltubo caves);
• Sairme;
• Ureki;
• Batumi (Kvariati, Botanical Garden, Gonio Fortress);
• Kobuleti;
• Zugdidi (Dadianis' Palace);
• Anaklia - 10 533 tourists;
• Mestia and Ushguli;
• Shovi and Utsera (mineral waters, Shaori Lake, Nikortsminda Cathedral);
• Etc.

In 2019, international visitors spent about 3,5 bln GEL in Georgia.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა