ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

გივი მიქანაძე - „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში

ნახვები: 535 გივი მიქანაძე - „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში

16 სექტემბერს მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ყურადღება გამახვილა არადეკლარირებული საარჩევნო აგიტაციის შესახებ და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურად არის ჩართული მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოითხოვა ორგანიზაციის ფინანსური ინფორმაცია.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურად არის ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან ოპოზიციურ მედიასივრცეებში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ა(ა)იპ „აირჩიე ევროპის“, როგორც გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე პირისა და მისი დამფუძნებლებისგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვა ამავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ არადეკლარირებულ პოლიტიკურ აქტივობებზე რეაგირების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროს საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ „აირჩიე ევროპას“ გამგეობის წევრებმა წლების განმავლობაში სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა რაოდენობის თანხა შესწირეს, რაც ორგანიზაციის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

„იმის აღსაქმელად, თუ რამდენად ნეიტრალური და მიუკერძოებელია ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, გვსურს, საზოგადოებას გაგაცნოთ ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრები, რომლებმაც წლების განმავლობაში განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. კერძოდ, ივანე ჭყონიამ 2021 წელს 1000 ლარის შესწირა პარტია „დროას“; გიორგი რუხაძემ 2015 წელს 4920 ლარი შესწირა „ქრისტიან-დემოკრატიულ“ პარტიას; სოფიკო ჭყონიამ 2022 წელს 500 ლარი შესწირა პარტია „დროას“; გიორგი პაპელიშვილმა 2016 წელს 501 ლარი შესწირა პაატა ბურჭულაძის პარტიას; გიორგი თაქთაქიშვილმა – 2017 წელს 3115 ლარი შესწირა „ეროვნულ ფორუმს“; ნიკოლოზ შურღაიამ 2020-2021 წლებში 35000 ლარი შესწირა პარტია „ლელოს““, – განაცხადა მიქანაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა