გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება

ნახვები: 480 ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება

ჩვენ მხოლოდ „ნაცმოძრაობის" პარლამენტში შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია ბარიერის საკითხის მხარდაჭერა, ეს ყველაფერი დავუკავშირეთ ქმედით სურვილს ოპოზიციის მხრიდან, რომ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე.

„ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, რომ მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს. ჩვენ მხოლოდ „ნაცმოძრაობის" პარლამენტში შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია ამ საკითხის მხარდაჭერა. ჩვენ ეს ყველაფერი დავუკავშირეთ ქმედით სურვილს ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი. ვიდრე ისინი განაგრძობენ საუბარს დესტრუქციულ ზრახვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი მათი მხრიდან არ იკვეთება. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები, რომ არსებობს პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი. ასეთ შემთვევაში, ჩვენ გვექნება მოტივაცია, მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს, რაც თავის მხრივ შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს სტაბილურობის კუთხით", - განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა