კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათელაშვილის პოლიტიკური დახუჭობანას თამაში უკვე საზოგადოებასაც მოსწყინდა-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 512 ნათელაშვილის პოლიტიკური დახუჭობანას თამაში უკვე საზოგადოებასაც მოსწყინდა-გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, შალვა ნათელაშვილის განცხადება სპეკულაციურია იმის თაობაზე, თითქოს, პოლიტიკურ ბოიკოტში იმყოფება და საპარლამენტო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს მაჭარაშვილმა განუცხადა, პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტზე განცხადება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს დაწერილი და შალვა ნათელაშვილს მსგავსი განცხადება არც დაუწერია და მას საჯაროდ არც პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუმართავს.

მისი თქმით, შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრად რამდენჯერაც აირჩიეს, საკანონმდებლო ორგანოში იმდენჯერ არ შევიდა.

„პარლამენტთან მისი პოლიტიკური დახუჭობანას თამაში საზოგადოებასაც მოსწყინდა. შალვა ნათელაშვილს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა მისი პოლიტიკური გემოვნება იცვლება რამდენჯერმე და გამორიცხული არ არის, ორშაბათს საღამოს და დილით განსხვავებული განცხადებები გააკეთოს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა